2016-10-05 13:38:41, 709 ნახვა
საზოგადოება
ჰერმანი: მოვუწოდებთ პარტიებს, პატივი სცენ წინასაარჩევნო გარემოს წესებს და შედეგებს
„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ გუშინ მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელიც მოხდა ქართველი პოლიტიკოსის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გუშინდელ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი სცეს წინასაარჩევნო გარემოს წესებს და იმ შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების შემდეგ",-აღნიშნა ჰერმანმა.
ცნობისთვის, გუშინ, კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია ოთხი პირი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან