2016-10-05 12:50:06, 1530 ნახვა
სამართალი
ბათუმში ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან