22:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 23:59:19, 732 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილისთვის ხელისუფლების დაკარგვა, ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს

ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცისა და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელები, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდნენ, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილსა და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა, - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას Facebook-ის პირად გვერდზე.

როგორც სააკაშვილი წერს, ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების დაკარგვა, ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს, ამიტომ დესტაბილიზაცია მის ინტერესებში შედის.

"ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი და ივანიშვილის წარმატებაში დაინტერესებული ძალები ყველანაირ ძალადობაზე არიან წამსვლელები. ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცისა და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელები, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდნენ, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილსა და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის ხელისუფლების დაკარგვა, ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს, ამიტომ დესტაბილიზაცია მის ინტერესებში შედის. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების.

P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტს გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილის ხელისუფლებას და ზოგადად ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება. 

დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ მოსული ახალი ხელისუფლება აუცილებლად დეტალურად გამოიძიებს რაფალიანცის, კიწმარიშვილისა და დღევანდელ საქმეებს და ზუსტად დაადგენს დამნაშავეებს - როგორც შემსრულებლებს, ისე დამკვეთებს", - წერს ოდესის გუბერნატორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics