2016-10-04 22:33:29, 707 ნახვა
საზოგადოება
თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 15-20 წუთის წინ მიიყვანა და ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში რჩება.
მეორე დაშავებული გადაყვანილია „ამტელ ჰოსპიტალში“. ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ კოლმეურნეობის მოედანზე "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია სამი ადამიანი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან