2016-10-04 22:13:22, 755 ნახვა
საზოგადოება
შსს: ასაფეთქებელი წინასწარ იყო დამონტაჟებული და აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა
ასაფეთქებელი წინასწარ იყო დამონტაჟებული და აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შემთხვევის ადგილას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, აფეთქების შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციით დაშავებულია სამი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახური, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და სასწარაფო დახმარების მანქანები, ისინი ამ დროისთვის ტერიტორიას ტოვებენ.
ადგილზე ასევე, იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ კოლმეურნეობის მოედანზე "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან