23:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 17:30:19, 1249 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
„საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს“

საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ბიულენთ თუფენქჯის შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს  საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია  მნიშვნელოვანია ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის პოპულარიზაციისა და რეგიონში უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად.  მისივე თქმით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის ეფექტურობა  სწორედ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების მოქნილობაზეა დამოკიდებულია.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივით ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ ორმხრივი ვაჭრობა,  შეუმცირდებათ საბაჟო კონტროლის პროცედურები და ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებით.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არებულ პოტენციალზე. აღინინა, რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი შეეხო საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics