08:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 16:51:47, 629 ნახვა

საზოგადოება
თბილისში შავი ზღვის რეგიონში ბირთვულ საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

თბილისში, მიმდინარე წლის  5-6 სექტემბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანაორგანიზებითა და  შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო ფორუმი: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები".

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფორუმზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია  რეგიონის სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და მათი უარყოფითი ზეგავლენა საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება და აღნიშნულ სფეროში  თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყანები ჩართული არიან „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების" ყოველწლიური მიმოხილვის პროცესსა და  ბირთვული უსაფრთხოების სამიტში.

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics