21:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 13:36:46, 751 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე პარტიის ოფისთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს მთავრობის ზეწოლას უკავშირებს

პაატა ბურჭულაძემ პარტიის ოფისთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა მთავრობის ზეწოლას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ოფისისთვის განკუთვნილი თანხა მათ 5 ოქტომბერს უნდა გადაეხადათ, თუმცა 30 სექტემბრიდან პარტიის ოფისის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ.

როგორც ბურწულაძემ განაცხადა, პარტის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს.

”გვაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ჩვენ თანხა უნდა გადაგვეხადა 5 ოქტომბერს, ანუ ხვალ, მაგრამ რადგანაც 30 სექტემბერს ჩვენს თანამშრომლებს აღარ უშვებდნენ ოფისში, გადაკეტეს ყველა გზა, ჩვენ იძულებული ვიყავით გამოგვეტანა ინვენტარი, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ასეთ კრიზისს ვერ შევქმნიდით და ამიტომ აღარ გავრისკეთ. ჩვენ არ გვაქვს საქმე ოფისის მფლობელის მხრიდან რაიმეს გადაწყვეტილებაზე, აქ საქმე გვაქვს მთავრობის ზეწოლასთან. ჩვენ 5 ოქტომბერს გვქონდა გადასახდელი თანხა და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics