|
2016-10-04 12:10:13, 740 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს მიმართ ცნობადობა და ინტერესი დღითიდღე იზრდება
„ყველა ამჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც მოწმობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები. ეს იმას ნიშნავს, რომ დღითიდღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მიერ ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ტურიზმის განვითარების ფონდი ტურიზმის სექტორის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. „დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ეყრება საფუძველი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აფუძნებს ტურიზმის განვითარების ფონდს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტოთბილისში, არამედ რეგიონებში, და განსაკუთრებითსაქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც უახლესი სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. „ეს იმას ნიშნავს, რომ დღითი დღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს აღმავალი ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია. ფონდის მიმართულებები და კრიტერიუმები ზუსტად ისაა რაც სჭირდება ქვეყანას დღეს და უზრუნველყოფს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა. კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალურ მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი. აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი. „ფონდის მასშტაბურობაზე და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის მხრიდან: „სასტუმრო თავისუფლების მოედანზე“, „სასტუმრო სოლოლაკსა“და „სასტუმრო შეკვეთილში“ შემოვიდა „მარიოტის“ უმაღელსი კლასის ბრენდის Autograph Collection. თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს,რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები“ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2500 ადამიანი.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)