20:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 16:41:38, 731 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ახვლედიანი: ნიკა გვარამიას შეეძლო, ბოდიში მაინც მოეხადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით,  არ იცოდა, თუ მისი საუბრის ფარული ჩანაწერი „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

როგორც ახვლედიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ჩანაწერში განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, რასაც საჯაროდ არ ამბობს,  თუმცა, ფირქობს, რომ  ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერის გამო,  მისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა:

„ნამდვილად არვიცოდი ამის თაობაზე, იმასაც ვერ ვიხსენებ, რა ვითარებაში მოხდა ჩაწერა. არის თუ არა სრულად ტექსტი არვიცი. ჩანაწერში მე ვსაუბრობ იმ პრობლემატიკაზე, რომელზეც ბოლო 2 წელიწადია ვლაპარაკობ არა მარტო ტელეკომპანიებთან, სახელისუფლებო წარმომადგენლებთან და ყველასთან, ვისაც ინტერესი გააჩნია სასამართლოს მიმართ.  გამიკვირდა, ნიკა გვარამიას შეეძლო ბოდიში მაინც მოეხადა,  როცა ფარულად ჩაწერას ახორციელებს ვინმეს მიმართ. სამწუხაროა, როცა ასე ხდება. რამოდენიმეჯერ იყო სხვადასხვა ვითარებაში შეხვედრა, ზოგი ღონისძიებაზე, ზოგი სხვადასხვა სიტუაციაში და ვინ, როდის რა ჩაიწერა, არვიცი“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ძალიან უკვირს  პოლირტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ვიღაცას ანგარიში ჩააბარა:

„არავისთვის ანგარიში არ ჩამიბარებია. საინტერესოა, ვის ინტერესში შედის მსგავსი საუბრების ატვირთვა“,-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics