08:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 15:23:05, 630 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე რიგის ვიცე-მერს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, რიგის ვიცე-მერს, ანდრის ამერიკსის   შეხვდა.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი და რიგის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

მერიის ცნობით, ვიცე-მერთან  გამართულ შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლაშა აბაშიძის თქმით, თბილისსა და რიგას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად, ქალაქები ერთმანეთთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობენ და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა  სფეროში  ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წელი ორ ქალაქს შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების საიუბილეო წელია. 

თბილისსა და რიგას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2007 წლის 3 აპრილს.  იგი საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას  და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობას ითვალისწინებს. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით ქალაქებმა რამდენჯერმე გაცვალეს დელეგაციები.

ბოლო წლებში თბილისს  რიგის დუმის იურიდიული, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების, განათლების, კულტურისა და სპორტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics