|
2016-10-03 15:17:39, 2071 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში ათასობით ქალი აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს მართავს
პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში დღეს ქალები აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, აქციის სახელწოდებაა “შავი პროტესტი”. მისი მონაწილეები მანიფესტაციაზე შავი ტანსაცმლით აპირებენ მისვლას. საპროტესტო გამოსვლის ერთ-ერთი ინიციატორი პოლონეთის ყოფილი პრემიერი ევა კოპაჩია. მან ქალებს მოუწოდა, პროტესტის ნიშნად 3 ოქტომბერს სამსახურში არ გავიდნენ. ცნობისთვის, აბორტების აკრძალვის შესახებ ინიციატივა პოლონეთის მმართველ პარტიას "სამართალს და სამართლიანობას" ეკუთვნის. ამჟამად სეიმი აბორტების შესახებ ორ კანონპროექტს განიხილავს. ერთი მათგანი სრულად კრძალავს აბორტებს და მკაცრ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს აწესებს. მეორე საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აბორტი ორსულობის 12 კვირის ვადამდე დასაშვებია. ამჟამად პოლონეთში აბორტები სამედიცინო ჩვენების გარეშე აკრძალულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)