|
2016-10-03 15:20:55, 579 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ნინიგორის და სვიდებას მოსახლეობას შეხვდა
ლაგოდეხსა და ყვარელში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი სოფლების ნინიგორის და სვიდებას მოსახლეობას შეხვდა. მაჭარაშვილმა შეხვედრისას ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, დასრულდება სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული პროექტები, სწრაფი ტემპებით დაიწყება მუნიციპალიტეტის გავითარების პროცესი. „2017 წელს ლაგოდეხის პრაქტიკულად ყველა სოფელს ექნება ბუნებრივი აირი, გაგრძელდება შიდა გზების ასფალტირების სამუშაოები. თბილისი - ლაგოდეხის მიმართულებით დაიწყება ახალი ავტობანის მშენებლობა, რომელის გამტარუნარიანობა დღევანდელზე 4-ჯერ უფრო მეტი იქნება. შენარჩუნდება და დაიხვეწება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და ჯანდაცვის პროგრამები“, - აღნიშნა კანდიდატმა. მისივე თქმით, პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ლაგოდეხის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში ლაგოდეხსა და ყვარელში მკვეთრად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, მცირე საოჯახო ბიზნესის განვითარებას. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცაციის საკითხებზეც. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს კონკრეტული გეგემები ევროპისა და ჩინეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით. „მეწარმეები თქვენგან, ფერმერებისგან შეიძენენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მომავალი წლიდან უკვე შესაძლებელი გახდება ამ პროდუქციის სხვადსხვა სახით გატანა ჩინეთის ბაზარზე,ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით“,-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
(NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)