08:23 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 13:25:38, 705 ნახვა

საზოგადოება
ივანიშვილი: „ქართულ ოცნებაზე“ ვერავინ იტყვის, რომ დადის და ფულს არიგებს, ცუდია, თუ ჩოჩელი ამ მეთოდებს იყენებს

გაზეთ „ახალგორის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ვრცელდება ხმები, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი მცხეთაში, ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, ფულს არიგებს, ასევე აშინებენ მოსახლეობას, რომ თუ ჩოჩელს ხმას არ მისცემენ, მის საწარმოებში აღარ ამუშავებენ.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში განაცადა, აღნიშნულის თაობაზე მისთვის უცნობია და სამწუხაროა, თუ ჩოჩელი წინასაარჩევნოდ მსგავს მეთოდებს იყენებს.

„ეს ინფორმაცია მე არ ვიცოდი, თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია, ჟურნალისტი ბრძანდებით, ყურადსაღებია. ძალიან ცუდია, თუ ასეთი რამ ხდება. ამ მეთოდზე ჩვენ უარი ვთქვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდი გახლდათ ეს. ვერავინ იტყვის დღეს „ქართულ ოცნებაზე“, რომ დადის და ფულს არიგებს,  მიდის მოსყიდვა,  ან ძალადობა.თუ ნახეთ თქვენ გოგონები სცემეს, ჯერ ბოლომდე გამოკვლეული  არ არის, მაგრამ ეს „ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და სულ არ გამიკვირდება.ისევე როგორც კორცხელი, მათი დადგმული სცენარი იყო, ტყუილად არ იპოვეს ხელკეტები მათივე მანქანაში. იქაც ისევ თვითონ ძალადობდნენ. საკუთარი თავის საცემადაც კიარიან მზად, ოღონდაც აჩვენონ, რომ ეს ხელისუფლება არის მსგავსი წინა ხელისუფლების. ძალიან ცუდია, თუ ჩოჩელი ამ მეთოდებს იყენებს. ამის შესახებ არ ვიცოდი“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მანვე „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძის პიროვნებაზე ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, ხუნდაძე პატიოსანი ადამიანია და გაუხარდება, თუ მცხეთელები მხარს მას დაუჭერენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics