|
2016-10-03 13:16:20, 735 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ვერსად ვერ მოიგებს, ვერც ზუგდიდში მოიგებს ის ქალბატონი
პარტიულ არჩევნებში, სადაც პარტიული სიაა, ვფიქრობ 48%-დან 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება" მიიღებს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პარტია "ქართული ოცნება" დომინანტია და დიდი უპირატესობით უგებს ახლოს მიმდევრებს. "პარტიულ არჩევნებში, სადაც პარტიული სიაა, როგორც თქვენ იცით, ვფიქრობ 48%-დან 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება" მიიღებს. ამ დიაპაზონს ვასახელებ, ასე წარმომიდგენია. ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში, მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს. ვიღაცები ახერხებენ კრიტიკულ გამონათქვამებს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ. პარტია არის დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ახლოს მიმდევარს",- განაცხადა ექს-პრემიერმა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნებს ვერ მოიგებს. "ჩემი აზრით, მეორე ადგილზე მკვეთრად იკვეთებოდა "ნაციონალური მოძრაობა". საშუალო რაოდენობა მათი არის 10 დეპუტატი პარტიული სიიდან. მაჟორიტარს ვერსად მოიგებს "ნაციონალური მოძრაობა" და გასაგებია, ძალიან მარტივია, მათ შორის, ვერც ზუგდიდში მოიგებს ის ქალბატონი. ვერსად ვერ მოიგებს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. პარტიული სიიდან მათი საშუალო შედეგი იყო 10 კაცი, მინიმუმი 5, მაქსიმუმ 15. ბოლო ორი კვირის აგონიაში მყოფების შეცდომებს თუ გავითვალისწინებთ, რაც მათ გააკეთეს, ჩემი აზრით, გაჩნდა დიდი შანსი, რომ მეორე ადგილზე "თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ",- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)