2016-10-03 12:27:45, 661 ნახვა
საზოგადოება
„სატრანსპორტო კომპანია“ MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გაცნობებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის, ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების N 61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება“, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან