08:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 10:06:11, 583 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლის რეგიონში სახლი 239 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი  პაატა ხიზანაშვილი წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცეს.

ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად. 

ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით ქვემო ქართლის რეგიონში სახლი უკვე 239 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა. ეს პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, საკუთრების მფლობელი 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გახდება.

საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის  ქვემო ქართლის რეგიონში 55 სახლი შეისყიდა. 

საქართველოს მასშტაბით კი, საცხოვრებელი სახლი 306 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics