2016-10-02 18:43:25, 1948 ნახვა
სამართალი
გორში ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს-დაჭრილია დაცვის წევრი და აქტივისტი
გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს თავს დაესხნენ. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, დაჭრილია მისი დაცვის წევრი და ერთი აქტივისტი, რომლებიც ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
„შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, მოვიდა 2 ტიპი უზრდელურად, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, ამოიღო იარაღი და ისროლა ირაკლის მიმართულებით და დაგვეჭრა 2 კაცი. მათი მდგომარეობა სტაბიულურიაო ასე ამბობენ ექიმები,“- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან