|
2016-10-02 10:39:27, 625 ნახვა
პოლიტიკა
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - მუხრან ვახტანგაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, ფატი ხალვაშმა, ილია ვერძაძემ და ვახტანგ წულაძემ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების თანამშრომლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმოადგენლების საჭიროებები მოისმინეს და რათქმაუნდა სამომავლო მხარდაჭერაც მიიღეს კანდიდატებისგან. შეხვედრისას მუხრან ვახტანგაძემ ცენტრის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა: „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ განხორციელდა სხვადასხვა პროექტები: ინფრასტრუქტურის, კულტურის, ჯანდაცვა, სპორტის და ა.შ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, გამომდინარე აქედან მე არ მეგულება სხვა პარტია, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე და ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნოს ისე როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებდა და გააკეთებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ. თითეულმა თქვენთაგანმა 2012 წლის შემდგომ თავისუფალ საქართველოში გაიღვიძეთ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და ქართველ ხალხს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის არ დევნიან, ამიტომ მოგიწოდებთ მიხვიდეთ საარჩევნო უბნებში და დააფიქსიროთ თქვენი თავისუფალი და გულწრფელი არჩევანი. შემოხაზეთ ნომერი 41 და ხმა მიეცით ქვეყნის სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“,-აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ. დეპუტატებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ აღნიშნულ შეხვედრას დამსწრეებს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. სიის პირველმა ნომერმა და 70-ე ოლქის კანდიდატმა ნუგზარ სურამნიძემ ისაუბრა ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზე და პროექტების მნიშვნელობაზე. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა! (NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)