21:59 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 18:34:02, 1658 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სკანდინავიური ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისში ცნობილი სკანდინავიური ბრენდის, “იუსკ გრუფის“ (JYSK GROUP) პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო პროდუქციას შესთავაზებს.

მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალს  საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„ვაჭრობის სფერო არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული სექტორი. აქ ჩვენ გვქონდა დასაქმების 10 პროცენტიანი ზრდა და ამ ზრდის შემადგენელი ნაწილია სწორედ ისეთი მაღაზიები, რომელიც დღეს გაიხსნა და რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.  25 ადამიანი დასაქმდა ახალ მაღაზიაში და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ვაჭრობაში, დღევანდელი მდგომარეობით, 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს მაღაზია ქალაქს შემატებს იმ მომსახურებას და იმ ხარისხს, რომელიც  ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ. დამფუძნებლებს ასევე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გააფართოვონ და გააკეთონ ტექსტილის ახალი წარმოება,  საიდანაც თავიანთ პროდუქციას გაყიდიან არამარტო თბილისის ამ მაღაზიაში, არამედ მსოფლიოს 43 ქვეყანაში მდებარე 2300 მაღაზიაში, რომლებიც ეკუთვნის „იუსკის“ ქსელს“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, JYSK-ი გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. ამ ეტაპზე “იუსკ გრუფს“ მსოფლიოს 43 ქვეყანაში 2 300-ზე მეტი მაღაზია აქვს, სადაც  20 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა.

2017-18 წლებში კომპანია თბილისსა და  საქართველოს რეგიონებში კიდევ 4 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics