07:03 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 11:47:04, 689 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ და შეუძლიათ უფროსებს ბევრი რამ ასწავლონ

ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ, ამიტომაც შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სტადიონზე განაცხადა, სადაც წმინდა წირვა აღასრულა.

როგორც კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, ღმერთის ნუგეშის მისაღებად პირობა არსებობს, რომელსაც მისივე სიტყვა შეგვახსენებს - „ღმერთის ნუგეშის მისაღებად უნდა დავმდაბლდეთ, უნდა გავხდეთ ბავშვივით მცირენი”.

”ღმერთი ბრძნული აზრებითა და განსწავლულობით კი არა, მორჩილი და მიმნდობი გულის სიმცირით შეიცნობა. უზენაესის წინაშე დიდ ადამიანად ვერც მიწიერი პატივი და დიდება გვაქცევს და ქონება და წარმატება, არამედ წარმოცარიელება საკუთარი თავისა. სწორედ ბავშვია ის, ვისაც გასაცემი არაფერი აქვს, მისაღები კი ყველაფერი. ვინც ბავშვივით თავს იმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი.
ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ, მათ შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, კერძოდ ის, რომ ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება, ვინც უბრალო, გულწრფელი და ალალია. ამას გვიდასტურებს სახარებაც, სადაც, დიდი სასწაულები მცირე საგნებით ხდება: რამდენიმე პურითა და ორი თევზით, მდოგვის მარცვლით, ხორბლის მარცვლით, რომელიც მიწაში კვდება, მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, ღატაკი ქვრივის მიერ გაღებული ორიოდე გროშით, უფლის მსახურის, მარიამის მორჩილებით. აი, ღმერთის გასაოცარი სიდიადე, ღმერთისა, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე და რომელსაც უყვარს მოულოდნელობანი. ნურასოდეს დავკარგავთ ღმერთის მოულოდნელი საოცრებების ხილვის სურვილს და მათდამი ნდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მუდამ და უპირველესად მისი შვილები ვართ - არა სიცოცხლის ბატონ-პატრონნი, არამედ მამის შვილები; არა დამოუკიდებელი და თვითკმარი მოზრდილები, არამედ მუდამ ხელში ასაყვანი შვილები, რომელთაც სიყვარული და შენდობა სჭირდებათ. ვითხოვოთ დღეს, ყველამ ერთად, მადლი უბრალო  გულისა, რომელსაც სწამს და ცოცხლობს სიყვარულის თვინიერი ძალით“, - განაცხადა რომის პაპმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics