12:16 - 22 Jul, 2026
|
2016-09-29 22:12:20, 2841 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, დეკემბერში იმსჯელებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, დეკემბერში იმსჯელებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრემიერმინისტრ ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრისას აღნიშნა. ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს ისეთ ვარიანტებზე, რომელიც რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულფასოვანად ამოქმედების საშუალებას მისცემს. "ჩვენ კვლავ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ დეკემბერში სანქციების პოლიტიკას გავაგრძელებთ", - განაცხადა ტუსკმა. ცნობისთვის, 2016 წლის ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)