16:06 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 17:40:20, 662 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა.

დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.

 “საგურამოში, ნიჩბისსა და სხვა სოფლებში ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მალე დასრულდება. რაც მთავარია, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში უკვე შექმნილია 800-მდე სამუშაო ადგილი. კერძო ბიზნესის დახმარებით მალე შეიქმნება კიდევ ათასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.“, - განაცხადა ხუდნაძემ .

მისივე თქმით, ბოლო ორის წლის განმავლობაში მცხეთის სოფლებში ბევრი რამ გაკეთდა.

 „ზემო ნიჩბისში, სადაც არასოდეს არაფერი გაკეთებულა, დღეს თითქმის ყველაფერი გაკეთდა: წყალი, გაზი, განათება და სხვა. მალე დაიგება გზაც და მთის სოფელში საცხოვრებლად სრული კომფორტი იქნება. ხალხი ამას ხედავს და აფასებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics