|
2016-09-29 16:11:44, 542 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკში IT დასაქმების ფორუმი გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 29 სექტემბერს, 14:00 - 16:00 საათზე, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში (ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა) IT დასაქმების ფორუმი" გამართა. ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოეწყო საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. თითოეულ კომპანიას გამოეყო 1 მაგიდა და 2 სკამი. კომპანიებს მიეცათ უფლება ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სურვილისამებრ მოაწყოთ საკუთარი სივრცე. ფორუმზე მონაწილეობა 25 კომპანია მიიღო, ხოლო დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 150 ია. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას და ამ გზით ადგილობრივი კომპანიების ზრდასა და განვითარებას. IT სპეციალისტებს შორის კომუნიკაციითა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ იდეებსა და პროექტებს რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ბიზნეს სექტორს მრავალ პრობლემას ააცილებს თავიდან მსავსი ღონისძიებები საშუალებას მისცემს IT სპეციალისტებს გაიღრმავონ ცონდა და გამოიყენონ ის საკუთარ საქმიანობაში. ეფექტიანად გამოიყენონ სიახლეები, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს. საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძებები ტექნოლოგიების მიმართულებით მომავლის პროფესიების განვითარებას უწყობს ხელს და ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე. ახალგაზრდა ინოვატორების სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლის გარანტია. IT დასაქმების ფორუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პირველად იმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მეორე წელია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ქვეყანაში IT სპეციალისტების რაოდენობის ზრდისათვის. უკვე განხორციელდა "ტრენერთა ტრენინგების" 2 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 132 მონაწილე 9 მიმართულებით გადამზადდა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ტრენერების მიერ უკვე მომზადდა 1000-მდე დამწყები სპეციალისტი. სწორედ სააგენტოს პროგრამებში ჩართული IT სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა "IT დასაქმების ფორუმში", რაც კარგი საშუალებაა ადგილობრივი კომპანიებისათვის ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტების მოსაძიებლად. (NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)