|
2016-09-29 15:45:39, 627 ნახვა
საზოგადოება
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. პრივატიზაციის ხელშეკრულება, GEOPARS-სა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას და პროექტის პრეზენტაციას "ქარვასლაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ პროექტს, ისევე, როგორც ყველა მსგავს წამოწყებას, საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება. პრემიერმა, ირანში გასულ წელს, ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტი გაიხსენა, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხდომის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება იყო და შედეგიც სახეზეა, რაზეც ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის უმსხვილესი პროექტი მიუთითებს. „ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მოხარული ვარ, რომ, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული და წელში გამართული ოჯახი საქართველოში, რაც უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მისი შედეგები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პროექტის პრეზენტაცია ისტორიულ „ქარვასლაში" გაიმართა, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციის სიმბოლური გამოხატულებაა. „მისასალმებელია, რომ დღეს ჩვენ ვიხილავთ პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ფუნქციას და განამტკიცებს საქართველოს როლს რეგიონში, როგორც ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებისთვის, ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი მარშრუტისა. ძალიან მისასალმებელია, რომ ვიხილავთ პროექტს, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას, არამედ საქართველოს, როგორც მწარმოებელი, ინდუსტრიული ქვეყნის, რუკაზე გაჩენის მნიშვნელოვან მოვლენას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით. მით უმეტეს, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რაც იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს რეგიონის ქვეყნებისთვის და ამ შემთხვევაში ირანისთვის, რომ შექმნას საქართველოში საწარმოო ზონები, სადაც შემდგომ, ევროპის მიმართულებით ექსპორტის შესაძლებლობები გაჩნდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს, კომპანია GEOPARS-ს, ასევე - საქართველოს ელჩს ირანში და ირანის ელჩს საქართველოში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)