|
2016-09-29 11:51:57, 2204 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის უშიშროების ნაციონალური საბჭო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ითხოვს
თურქეთის უშიშროების ნაციონალური საბჭო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ითხოვს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, საბჭო მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანა დემოკრატიის დაცვას უზრუნველყოფს, კანონის აღდგენასა და თურქეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს. უშიშროების საბჭოს სხდომას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მონაწილეობდა. თურქეთში საგანგებო მდგომარეობის სამთვიანი რეჟიმი საგანგებო მდგომარეობის მცდელობის შემდეგ, 20 ივლისს ამოქმედდა. თურქეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ წინასწარი პატიმრობა 32 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. გამოძიება 70 ათასი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ეჭვმიტანილის დაპატიმრების პროცედურას ამარტივებს. უშიშროების საბჭო ასევე გამოვიდა ინიციატივით, 15 ივლისი "დემოკრატიისა და თავისუფლების" დღედ გამოცხადდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)