|
2016-09-29 11:32:32, 555 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კოპაძე საირმის, ჭელის, ჭეჭლის და კეხოვნის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე საირმის, ჭელის, ჭეჭლის, ზედუბნის, ღორთუბნისა და კეხოვნის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. გიორგი კოპაძემ პარტია „ქართული ოცნების“ პროგრამისა და იმ 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს. აღნიშნული გეგმით მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. „მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახების კეთილდღეობა. სწორედ ამაზეა აგებული „ქართული ოცნების“ 4-პუნქტიანი გეგმა. განხორციელებული ცვლილებებითა და პროგრამებით, ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დგას, საფუძველი ჩაეყარა წინსვლას. „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე მდგრადი და განვითარებული ეკონომიკა შეუძლებელია, სწრაფი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას“,- განაცხადა “ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი კოპაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)