|
2016-09-29 10:48:05, 613 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელი საქნავთის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქნავთის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. „მოხარული ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ ჩვენს შეხვედრებზე. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მე ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ინტერესების დამცველი. ჩვენი გუნდის ერთ -ერთი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, ამ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში 8 ოქტომბერს არ დავიზარებთ, ჩვენ ყველა ერთად მივალთ არჩევნებზე და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა. მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)