|
2016-09-28 19:24:39, 2134 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მასობრივი დაკავებების გამო შესაძლოა, ახალი სასამართლო შენობების აშენება გახდეს საჭირო
თურქეთს ათასობით დაკავებულის საქმის განსახილველად შესაძლოა, ახალი სასამართლო შენობების აშენება დასჭირდეს, - ამის შესახებ BBC-ი თურქეთის იუსტიციის მინისტრზე ბექირ ბოზდაგმაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თურქეთის მთავრობა სასამართლოს ახალ შენობას ააშენებს, თუ ამის საჭიროება იქნება. მისი თქმით, ანკარას მახლობლად, ქალაქ სინქანში სასამართლოსთვის ერთი შენობა უკვე შენდება. თურქეთში 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში დაკავებულ 32 ათასს პირსს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ხელისუფლების მტკიცებით, დაკავებულები აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები არიან. გიულენს ანკარას არშემდგარი ამბოხის ორგანიზებაში სდებს ბრალს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად ფეთჰულა გიულენი ბრალდებას უარყოფს და აცახდებს, რომ თუ მისი დანაშაული დამტკიცდება, მზად არის, თურქეთში ჩავიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)