|
2016-09-28 15:54:55, 673 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური გერმანიის ელჩს საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა და ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში არსებული დინამიკა შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ნოდარ ხადურმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, მათ შორის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით უწევს საქართველოს ენერგეტიკის, კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები, მყარი ნარჩენების მართვა), სოფლის მეურნეობის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის გაძლიერების მიმართულებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში ასრულებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა სტრუქტურები თუ ორგანიზაციები.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)