|
2016-09-28 15:51:38, 648 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. “მათ ვესაუბრეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის მივაწოდეთ ინფორმაცია იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარია დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რათა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი ექსცესი, ყოველგვარი დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)