|
2016-09-28 13:26:27, 715 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: მომავალი მარცხის გამო ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პანიკას და შიშს აქვს ადგილი
გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილს, არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ დატოვონ საქართველო. მომავალი მარცხის გამო ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პანიკას და შიშს აქვს ადგილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლება ოპოზოციაში უნდა გადავიდეს, რადგან ეს ქვეყნის ნორმალური, ევროპული განვითარებისთვისაა საჭირო. „ნორმალურ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან, ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსენსუსი, რომ მიუხედავად არაერთი დანაშაულისა, მათ მიმართ, არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, არ უნდა განხორციელდეს სამართლებრივი დევნა. 2012 წელს ჩვენს ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა - ეს ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”,- აღნიშნა ბოკერიამ. ბოკერიას თქმით, 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში მშვიდობიანი გზით მეორედ შეიცვლება ხელისუფლება. „2016 წლის 8 ოქტომბერს ჩვენ მეორედ შევცვლით, მშვიდობიანად და არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქართველო ჩააბარებს მეორე ტესტსაც - ანუ ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხეში და დევნილობაში. ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის თუ ისინი ქვეყნიდან გაიქცევიან“,- განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)