14:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 12:52:55, 743 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი: ბურჭულაძე ფაქტობრივად აღარ დარჩა, კიდურები ჩამოაჭრეს, დაკარგა სახე

ვერ ვიტყოდი, რომ მარტო დარჩენილი ბურჭულაძე ვინმეს კონკურენტია, ბურჭულაძე ფაქტობრივად აღარ დარჩა, მას ჩამოაჭრეს კიდურები, დაკარგა სახე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა „გირჩის“ მიერ პაატა ბურჭულის პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ცაგარეიშვილის თქმით, ბურჭულაძის კოალიცია ქართველ ამომრჩეველს მხოლოდ თაღლითურ სქემას სთავაზობდა. 

„როგორც კოალიციის ყოფილი წევრები საუბრობენ, ფული, ფული და ფულია მთავარი შემკვრელი ამ ადამიანების, მხოლოდ მატერიალური სიკეთეები და თაღლითური სქემა, რომელიც შესთავაზეს ქართულ ამომრჩეველს, და ამის უკან არაფერი არ იდგა. ყველაფერი ჩაიფუშა, დასრულდა და დარჩა კუპიურები ამ კოალიციის გამოსახატავად ჩვენს მეხსიერებაში”, - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი ამოცანა არჩევნებში წარმატების მოპოვებაა.

„ჩვენი მთავარი კონკურენტი არის იმედგაცრუება, რომელიც დაამკვიდრა ამ ხელისუფლებამ საზოგადოებაში. ეს უნდა გადავლახოთ ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან უნდა მივიყვანოთ და მოვიპოვოთ ძალიან დიდი წარმატება. დანარჩენი, ყველამ თავის თავს მიხედოს და არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია "გირჩმა", გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალსისთვის" დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics