06:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 09:36:49, 1335 ნახვა

სამართალი
სუს-ში დაკითხვაზე ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელიც დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრი დაიბარა.

აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ, სუს-ის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში დაკითხვის უწყება პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილსაც მიუტანეს, თუმცა პოლიტიკოსებმა უწყებები არ ჩაიბარეს.

ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ.

  „რაც გავრცელდა,  არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ წინ და უკან სიარულს სუს-ში, რადგან ვართ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მობრძანდნენ ოფისში - სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ, კითხვებზე პასუხი გავცეთ, მათ შორის ისეთ ბოდვაზეც კი, რომელიც გუშინ გავრცელდა“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

მედიით გავრცელებულ  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics