|
2016-09-27 19:27:45, 671 ნახვა
პოლიტიკა
ტყემალაძე: თუ ღარიბაშვილი კენჭს პრეზიდენტობაზე იყრის, მე პირველი დავუდგები გვერდში
თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება და იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე, მე პირველი მივესალმები და დავუდგები გვერდში საარჩევნო კამპანიის დროს, - ამის შესახებ "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ტყემალაძის თქმით, ღარიბაშვილი ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და მისი პოლიტიკაში დაბრუნება საქართველოს წაადგება. "ვიტყოდი, რომ ღარიბაშვილი არა მარტო კარგი სათადარიგო მოთამაშია, არამედ ღარიბაშვილი კარგი მოქმედი მოტამაშეა. როცა ის ხელისუფლებაში იყო, ნამდვილად ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ვგულისხმობ "რესპუბლიკელების" პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. დამერწმუნეთ, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს", - განაცხადა ტყემალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ირაკლი ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კენჭისყრას მიესალმება, თუმცა მისივე განმარტებით ამაზე საუბარი ნაადრევია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)