|
2016-09-27 18:27:42, 712 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება
„რუსთავი 2“ სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, "რუსთავი2" იღებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან და როგორც არხი თავად თვლის საჭიროდ. ის მოუწოდებს პოლიტიკოსებს, გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალებას. ამასთან, გვარამია ამბობს, რომ "რუსთავი2" აუცილებლად ჩაატარებს ეგზიტპოლებს 8 ოქტომბერს და ზუსტად 20:00 საათზე გამოაცხადებს. "ამ ეგზითპოლებში გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც რეალურად გაიმარჯვებს. ეს ეგზითპოლები ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლის ხმები დავიცვათ. თუ ცესკოსა და ჩვენს კვლევას შორის იქნება სხვაობა, როგორც იმოქმედებან პოლიტიკოსები, ეს მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა გვარამიამ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)