03:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 17:00:26, 751 ნახვა

საზოგადოება
„ეს შენ გეხება“ - საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს

კამპანია „ეს შენ გეხება“ ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.

განცხადებაში, რომელსაც კამპანია „ეს შენ გეხება“ ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/ მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს. კამპანიაში შემავალი არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული.

"კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული  ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/ მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს. არანაკლებ აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერის შინაარსი,  რომელიც შეიცავს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა რათა არ გაჩნდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილება.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინასაარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევე სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს  ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული. აქვე მოვუწოდებთ უსაფრთხოების სამსახურს მიზნობრივად გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს სათანადო კანონიერი ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის, რაც  არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics