2016-09-27 13:39:58, 501 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მთავრობის წევრებმაც.
„ყველას ვისაც დღევანდელი დღე გვახსოვს, გვახსოვს ძალიან მწარედ. ამ მემორიალზე თითოეული იმ ადამიანის სახელი და გვარია, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გმირულად გაწირა. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ისინი, გვერდით დავუდგეთ და მოვეფეროთ მათ ოჯახებს. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ისინი, რადგან ყოველთვის სწორედ ასეთი გმირების სიცოცხლეზე იდგა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
27 სექტემბერს ქალაქ სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან