|
2016-09-27 13:22:37, 1391 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: სააკაშვილის დაანონსებული რევოლუციების არავის ეშინია
„მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რევოლუციების არავის არ ეშინია“, - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. ინაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს გამოეთიშოს. „დადასტურდება, თუ არ დადასტურდება ავთენტურობა, ეს მეორე საკითხია. ჩემთვის ის ავთენტურია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით მათი ზრახვების შესახებ. ის, რაც მოვისმინეთ, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და რევოლუციის მოწყობა. როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება, პირდაპირ უნდა მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშოს არჩევნებს. სამართლებრივად უნდა მოხდეს ამის არგუმენტირება და საერთოდაც, უნდა მოვითხოვოთ, ამ ქვეყანაში აიკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობას", -აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)