|
2016-09-27 12:24:31, 568 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ფარულ მიყურადების ინდუსტრიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, „ოცნებამ“ წერტილი ვერ დაუსვა
მე ვთვლი, რომ ფარულ მიყურადებას და ჩანაწერების შექმნა-გავრცელების ინდუსტრიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, „ქართულმა ოცნებამ“ წერტილი ვერ დაუსვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ 8 ოქტომბერს ხმის მიცემის დროს აღნიშნულ ფაქტსაც უნდა მიაქციოს ყურადღება. „ეს ინდუსტრია შეიქმნა წინა ხელისუფლების მიერ და ხელოვნების დონეზე ავიდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამასთან გამკლავება. ამიტომ, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს ამაზეც უნდა ვიფიქროთ, კარგად დავაკვირდეთ თუ ვინ არის ამაზე წამსვლელი. ვინც ამაზე წამსვლელია, ვინც არ უნდა იყოს, მას არაფერი ესქმება ხელისუფლებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)