|
2016-09-27 12:21:00, 755 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: თუ ვინმე აწყობს გადატრიალებას, ეს არის ხელისუფლება
თუ ვინმე აწყობს გადატრიალებას, ეს არის ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილისა და ენმ-ის ლიდერების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. როგორც წერეთელმა აღნიშნა, „ეს ყველაფერი შიშით არის გამოწვეული, რადგან ხელისუფლება არჩევნებს აგებს“. „ეს არის უნიჭო მცდელობა, მაგრამ რისი ვერ გავიგე. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მშვიდობიანი კამპანია. მე პირადად, ქუთაისში ჩემს ამომრჩევლებს ვესაუბრები ჩვენს პროგრამაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე და ბევრ სხვა საკითხზე. ხელისუფლება კი მუდმივად დაძაბულობის პროვოცირებას ცდილობს. ყველას გვახსოვს ჯერ საბურავების ამბავი, შემდეგ საქმის აღძვრა ჩვენს პარტიაზე. ეს ყველაფერი არის შიშით გამოწვეული, რადგან ხელისუფლება აგებს არჩევნებს. მათ აქვთ ძალიან რთული ვითარება. მე ქუთაისში ყველა კვლევით ვიგებ არჩევნებს და ამ ერთ რაღაცაში გამრიეს თავიანთი ჭკუით“, -განაცხადა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი ცუდად დაუბრუნდება. „ ვიღაცის სიტყვას ამოჭრიან და ამით რაღაცას თხზავენ. რა უნდა დღეს ამის გაკეთებას? მე რასაც მოვუსმინე, რას ვამობ? ვინმეს ვესროლოთ, ჩამოვაგდოთ ან დავამხოთ-მეთქი? რატომ არის ამხელა დაძაბულობა ატეხილი? მე რომ ვთქვა, რევოლუციური ნაბიჯებით ვაპირებ წინსვლას მეთქი, ან ვგეგმავ რევოლუციურ გარდაქმნებს ეკონომიკაში, ამოჭრიან სიტყვა რევოლუციას და შეთხზავენ „ამბავს“. არც ვაპირებ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას“, - აღნიშნა წერეთელმა. მისივე თქმით, ხელისუფლება სუს-ს ავალებს მსგავსი სკანდალის აგორებას და არ გამორიცხავს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ოჯახებსაც დაემუქრონ. „თუ ვინმე ამწყობს გადატრიალებას ეს არის ხელისუფლება. მე ვურჩევდი მათ, რომ ამ სისულელეებს დაანებონ თავი, თუ შეუძლიათ, ათი დღე საქმით დაკავდნენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)