|
2016-09-26 22:52:55, 833 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სანდრა რულოვსს პასუხი არცერთ კითხვაზე არ აქვს და ის ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს
სანდრა რულოვსს პასუხი არცერთ კითხვაზე არ აქვს და ის ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. "დღეს ეს იმ „გრანდიოზულ“ მიტინგზეც კარგად გამოჩნდა, რომელიც სანდრა რულოვსმა ზუგდიდში ჩაატარა. მიტინგიდან კადრებიც კი არ აჩვენეს, გეგმა ფაქტიურად ჩაეშალათ და ვერაფერი ვერ გააკეთეს. ერთადერთი, რაც სააკაშვილს დარჩა თხუნელობაა, რომელმაც შეიძლება, მიწა გათხაროს. სააკაშვილის შესახებ მითი დამთავრდა. ეს მისმა თანაგუნდელებმა ყველაზე კარგად იციან. მათ იციან, რომ სურვილის მიუხედავად, არეულობას ვერ მოაწყობენ. პოლიცია წესრიგს დაიცავს და დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ გაბედავს“, - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობას იღებს. „დღეს საარჩევნო გარემო ისეთი მშვიდია, როგორც არასდროს. ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. მე და ზვიად ძიძიგური ზუგდიდის ქუჩებში, სოფლებში დავდიოდით და ვხედავდით, რომ საარჩევნო გარემო იმდენად მშვიდია, მოწინააღმდეგის პლაკატის ჩამოფხეკვის ან პლაკატზე პლაკატის გადაკვრის სურვილიც კი არ უჩნდება. სააკაშვილს თავისი თანაგუნდელები ატყუებენ, რომ აქ არეულობას მოაწყობენ. თვითონ კი, აქ ჩამომსვლელი არ არის“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა. სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოზირი სანდრა რულოვსის გამოყვანა იყო, რომელსაც ხალხი დაუჯერებდა, მაგრამ ეს მითი მაშინვე დაიმსხვრა, როგორც კი რულოვსს ჟურნალისტმა პირველი შეკითხვა დაუსვა. „სანდრა რულოვსს პასუხი არცერთ კითხვაზე არ აქვს და ის ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს. მაგალითად, თუ ეს ადამიანი თავისი შვილის სწავლას სახელმწიფო სახსრებით აფინანსებდა, ეს რამდენად კანონიერი იყო, უნდა აგოს თუ არა ვინმემ ამაზე პასუხი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არცერთი ლიდერი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე იყო, სანდრა რულოვსის გვერდით არ დგას და შერჩა ეს ერთი საწყალი მელია. გოკა გაბაშვილი რომ სანდრას გვერდით გამოჩნდეს, რამეს შემატებს?! ან - ბოკერია, თარგამაძე, გოგორიშვილი. ისინი მის გვერდით ვეღარ ჩნდებიან, რადგან იმიჯი განულებული აქვთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)