|
2016-09-26 17:17:40, 570 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე სამი თემის: ოყურეთის, ზუბისა და ჩქუმის წარმომადგენლებს შეხვდა. ოყურეშის, ოფიტარას, ზუბის, ისუნდერის, მახურას, ცქუმის და ქულბაქის სოფლების მოსახლეობასთან გოჩა ენუქიძემ რეგიონში მიმდინარე პროგრამებისა და ინიციატივების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებეული ყურადღება დაუთმო მევენახეობის განვითარების საკითხებს და ამ გზით დასაქმების შესაძლებლობებს. „შეიქმნება სამუშაო ადგილები, ცაგერის მუნიციპალიტეტში სახელგანთქმული უსახელოურის ჯიშის ვაზის აღორძინება იწყება. ამ მიზნით, იქმნება მევენახეთა გაერთიანება და მსხვილი ინვესტიციები უკვე მოძიებულია. გავაფართოებთ აგროდაზღვევის პროგრამას, შიდა და გარებაზრების ათვისებით, ხელს შევუწყობთ მიღებული მოსავლის ხელსაყრელ ფასად რეალიზაციას. ხელს შევუწყობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ქსელის განვითარებას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“,-განაცხადა მან. კანდიდატმა ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზეც ისაუბრა. „ცაგერის მუნიციპალიტეტში იგეგმება უმნიშვნელოვანესი კულტურული ობიექტის, „მწვანე თეატრის“ სრული რეაბილიტაცია, რაზეც 500 000 ლარი დაიხარჯება. დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის. აშენდება პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ. (NS)
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)