2016-09-26 16:25:16, 772 ნახვა
საზოგადოება
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში აფეთქება მოხდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აფეთქების შედეგად 60 კვ.მეტრის ფართობის ტერიტორია დაიწვა.
მათივე ცნობით, აფეთქებას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცს გაზის ონკანი მოშვებული დარჩა და სწორედ ამან გამოიწვია აფეთქება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოხდა, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპოვა გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან