11:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 14:18:21, 652 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „თავისუფალი ზონის“ წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ

„თავისუფალი ზონის“ წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის,  რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა,  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში დესტაბილიზაცია იგეგმება.

„რეალურად,“ ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, კონკრეტული გეგმა დგება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ  „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც აწყობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მიხეილ სააკაშვიილის ხელმძღვანელობით ოდესიდან“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics