|
2016-09-26 13:05:17, 1289 ნახვა
კომენტარი
გია შარვაშიძე: ოთხი წელი არ ვიქნები რექტორად, მეტს ვაპირებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია შარვაშიძესა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 16:00 საათზე გაიმართება აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელსაც სტუდენტებიც დაესწრებიან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დააყენებენ საკითხს, რომელიც გადასახადის გადახდის შესაძლებლობის არმქონე სტუდენტებისთვის ბაზების გახსნას ეხება. „ოთხი წელი არ ვიქნები რექტორად, მეტს ვაპირებ. მეორე ვადაზეც ვგეგმავ განაცხადის შეტანას. ყველანი მზად ვართ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის“ , - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გია შარვაშიძემ. „.აუდიტორია #115-ის“ წევრები აკადემიურ საბჭოს სხდომას ელოდებიან. ისინი მანამდე დაშლას არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)