|
2016-09-26 12:53:12, 1032 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ფორუმზე: ბიზნესმენმა თქვა, რომ შევარდნაძის მმართველობის დროს უფრო თავისუფალი იყო გარემო, ვიდრე "ნაცმოძრაობის"
საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შევარდნაძის დროს უფრო თავისუფალი იყო გარემო და დიდ ხალხზე ნაწილდებოდა ფული, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" დროს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში იყო და ქვეყანა ინვესტორებისთვის საინტერესო არ იყო. "ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გაიხსენა შევარდნაძის დრო და განაცხადა, რომ კორუფცია იმ დროს ხდებოდა, უფრო ფართო და მასშტაბიანი. ასევე, გაიხსენა "ნაციონალური მოძრაობის" დრო და განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარების მხრივ შევარდნაძის პერიოდი იყო გაცილებით საინტერესო. ისიც ცუდი იყო, მაგრამ არჩევანს აკეთებენ ცუდსა და უარსეში, მაშინ უფრო თავისუფალი იყო გარემო და დიდ ხალხზე ნაწილდებოდა ის ფული. კორუფციული ფული რაც გროვდებოდა და ძალიან ცუდი იყო, რადგან სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია დარღვეული იყო, ძირითადად საბაჟოში და საგადასახადოში ნაწილდებოდა. ეს ცუდი იყო, ამის შექება არ შეიძლება", - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)