|
2016-09-26 12:46:46, 2144 ნახვა
მსოფლიო
იორდანიაში ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი ნაჰედ ხატრი მოკლეს
იორდანიაში ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი ნაჰედ ხატრი მოკლეს, - ამის შესახებ სააგენტო Euronews-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტს ქალაქ ამანში, მართლმსაჯულების სახლის შესასვლელთან ესროლეს. თავდამსხმელმა ხატრს თავში 3-ჯერ ესროლა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. აღსანიშნვია, რომ ნაჰედ ხატრი ცოტახნის წინ ციხიდან გირაოთი გაათავისუფლეს. ჟურნალისტს პატიმრობა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში განთავსებული კარიკატურის გამო მიუსაჯეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კარიკატურა "ალაჰს შეურაცხყოფას აყენებს". კარიკატურაზე წვერებიანი მამაკაცი ორ ქალთან ერთად არის გამოსახული, რომელიც ალაჰს ღვინის მოტანას სთხოვს. როგორც Euronews-ი წერს, სამართალდამცველები 56 წლის ჟურნალისტის მოკვლის მოტივებს იძიებს. აღსანიშნავია, რომ ციხესი ყოფნის დროს, ხატრს მუქარის შემცველი წერილები არა ერთხელ მიუღია. წინასწარი ინფორმაციით აღნიშნულ წერილებს, მას რადიკალური ისლამისტების მხარდამჭერები გზავნიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)