|
2016-09-25 17:15:20, 752 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების- ციხისჯვარის, ანდეზიტის, აგრეთვე, ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ციხისჯვარში, ანდეზიტია და ბაკურიანში წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ესწრებოდა. მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისა და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)