00:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 16:28:00, 711 ნახვა

საზოგადოება
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ჟურალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით  (http://ick.ge/articles/30936-i.html) 23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა.

ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა. პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თამაზ მათეშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ბოდიში მოუხადა ჟურნალისტსა და საზოგადოებას. თუმცა, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეფასებით,  მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის ფაქტი არ დარჩეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების გარეშე, რისთვისაც აუცილებელია დაწყებული გამოძიება წარიმართოს სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად. მათივე ცნობით, ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ყველა პრეცენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისაგან.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები არიან:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;  რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;  რეგიონული მედიის ასოციაცია; საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია:  მედიაკლუბი; არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics